Skip to main content

პროექტის შესახებ

თუ ხარ 18-35 წლამდე, ცხოვრობ ან საქმიანობ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში, შენი შანსია მიიღო 30,000 ლარამდე დაფინანსება და გახდე წარმატებული მეწარმე! 

RDYE პროექტი გაძლევს შესაძლებლობას:

 

  • შექმნა ახალი სტარტაპი;
  • განავითარო უკვე არსებული სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო ბიზნესი;
  • ისარგებლო ფინანსური მხარდაჭერით შენი ბიზნესის განსავითარებლად;
  • აიმაღლო ცოდნა სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით;
  • მიიღო რეკომენდაციები პროფესიონალი მენტორებისგან;
  • გააფართოვო შენი კონტაქტების ქსელი.

პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები 1,800-მდე ახალგაზრდის (18-35 წლის, მათ შორის, 50% ქალი) სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება, რათა მათ შეძლონ ახალი ბიზნესების შექმნა ან არსებულის გაფართოება. კონკურსის საფუძველზე, პროექტი შეარჩევს და მხარს დაუჭერს ახალგაზრდების მიერ მართულ, მინიმუმ 65 არსებულ ან ახალ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესს.

პროექტი ხორციელდება 36 თვის განმავლობაში (ოქტომბერი, 2025 - სექტემბერი, 2028) და მოიცავს საქართველოს 4 რეგიონის 21 მუნიციპალიტეტს. 

ქვემო ქართლი:  რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა, დმანისი;

სამცხე-ჯავახეთი:  ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი, ახალქალაქი, ნინოწმინდა;

აჭარა: ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო;

გურია: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) - ფაზა II ხორციელდება “ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის” (International Partnerships Austria) დაფინანსებით, მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის (Mercy Corps) მიერ. პროექტის მხარდამჭერები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი (SCapp) და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი (Socar). 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროექტის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა: დაფინანსდა 60 საწარმო, პროექტის აქტივობებში მონაწილეობა მიიღო 1600-მდე მონაწილემ, სრულ, სეზონურ და ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმდა 219 ადამიანი, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე - 75 ქალი, შეიქმნა 33 ახალი პროდუქტი, დაინერგა 30 ახალი სერვისი, გაფართოვდა და შემოსავალი გაზარდა 55-მა ახალგაზრდულმა ბიზნესმა და ბოლოს, დაფინანსებული 60 საწარმოდან, 14 უკვე ოპერირებს რეგიონის ფარგლებს გარეთ, 6 კი - საერთაშორისო ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ პროექტის ოფიციალურ facebook გვერდს: https://www.facebook.com/profile.php?id=61584495100144

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდით აქ: https://shorturl.at/gBoMw

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 595 951 236

         

   rdye@mercycorps.org


Facebook